“თავისუფლება მზიას! თქვენ, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, შეისმინეთ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს მთელი დემოკრატიული საზოგადოების მომართვა” – ლანა ღოღობერიძე

“თავისუფლება მზიას! თქვენ, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, შეისმინეთ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს მთელი დემოკრატიული საზოგადოების მომართვა” –
რეჟისორი ლანა ღოღობერიძე:
აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ არაფერი არ შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს ტრაგედია არ დადგეს! აქ ყოველი ჩვენგანის განცდები თუ ღამის კოშმარები მოსატანიც არ არის. თან ის ისეთი სადაა, ისეთი გულწრფელი, ისე უბრალოდ ითხოვს, მის ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკოთ! და ჩემთვის ნათელია, მასში ის უიშვიათესი კოდია ჩადებული – სამშობლოსთვის თავგანწირვის კოდი. ეს ის ადამიანებია, მერე გმირებს რომ ვეძახით!
დღეს კი არსებობს ერთადერთი გამოსავალი – თავისუფლება მზიას! თქვენ, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, შეისმინეთ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს მთელი დემოკრატიული საზოგადოების მომართვა: ჩაიდინეთ ეს ელემენტარული სამართლიანი აქტი, თუ არ გინდათ ისტორიაში უმძიმესი სახელწოდებით დარჩეთ.
მზია კი ისტორიაში უკვე შევიდა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელით.