საქართველოს მეგობრებო, შემოგვიერთდით, რათა მზია ამაღლობელი “ოცნების” ციხისგან გადავარჩინოთ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე წერს.
“საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ოცნების” ციხისგან” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
“თავისუფლება მზია ამაღლობელს. საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , – წერს ზურაბიშვილი.