პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ახალი არენა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თებერვალში უმასპინძლებს. ის ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
პრემიერმა უმოკლეს ვადებში და უმაღლესი ხარისხით პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა.
„ყინულის არენა აშენდა ერთ წელიწადში, ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, თუმცა ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ქალაქს, ქვეყანას. პროექტო უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული, თანამედროვე სტანდარტების და ხელს შეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი მ.
საერთაშორისო სტანდარტის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი, 700 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო და საკონფერენციო დარბაზები. ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო. ყინულის არენის პროექტირება-შენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე! როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტერული გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა