აუდიო ჩანაწერი ივანიშვილის წინააღმდეგ – ვისი გვარები ფიგურირებს ჩანაწერში, – რას ამბობს ალექსანდრე ჩიკვაიძე

დღეს, მოულოდნელად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ მის საქმეში ფარული ჩანაწერის ჩადება მოითხოვა. მისი მტკიცებით, ამ ჩანაწერით დასტურდება საქართველოს მთავრობის, პროკურორისა და ივანიშვილის თანამონაწილეობა შურისძიების მოტივით ადამიანების ციხეში გაშვებაში.
პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ჩიკვაიძე ამბობს, რომ თუ მოსამართლე შუამდგომლობას არ გაითვალისწინებს, ის აღნიშნულ აუდიოჩანაწერს გამოაქვეყნებს და საზოგადოება თავად დარწმუნდება, როგორ ხდებოდა საქმეების შეკერვა.
შუამდგომლობა ეხება ირაკლი შოთაძის აუდიოჩანაწერს, სადაც ის თავიდან ბოლომდე ყვება, როგორ შეკერა ჩვენი საქმე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელიც დღეს გახლავთ მზია ამაღლობელის პროკურორი. ეს ადამიანი ცნობილია საქმეების ჭრა-კერვით და ამავე საუბარში ფიგურირებს , ამას დღეს საზოგადოება პირველად გაიგებს. შოთაძე აუდიოჩანაწერს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს საინფორმაციოდ და ამას აკეთებს ერთ-ერთი სხვა პროკურორის გავლით, სადაც ყვება ამ ყველაფერს, რატომ გახდა ჩვენი სამოქალაქო საქმე, რატომ გახდა იძულებული, აჭარაში ეს საქმე დაეხურათ, წამოეღოთ თბილისში, პოლიციაში. ამ შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დავაყენებთ. თუ ეს შუამდგომლობა კვლავ არ იქნება დაკმაყოფილებული, 7 თებერვალს ჩვენ ამ ჩანაწერს გავხდით საჯაროს. შოთაძე იმ ფორმით უყვება სხვა პროკურორს, მაღალი რანგის პროკურორს, ჩვენი საქმის გარშემო რა მოხდა და მისი დიალოგიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია მიდის ზევით, აინტერესებთ, რატომ იყო ჩვენს საქმეში გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. თუმცა, ამაში მონაწილეობდა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ჯიბის თაღლითი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე. სავარაუდოდ, ის აბარებს ანგარიშს ბიძინა ივანიშვილს, რადგან კითხვა მომდინარეობს ივანიშვილის მხრიდან, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი. როგორც ჩანს, ალექსანდრე ივანიშვილს არ შეუთანხმებია ეს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მას მერე, რაც გაიგეს, რა როგორ მოხდა, ამაზეც ივანიშვილი უარზე არ ყოფილა, – ამბობს ჩიკვაიძე.
ალექსანდრე ჩიკვაიძე ის ბიზნესმენია, რომელმაც ივანიშვილი რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებში არაერთხელ ამხილა, მის ძმას კი იახტების ბიზნესის წართმევის ბრალდება წაუყენა.
ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და ბიზნესრეკეტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.