2024 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-სთვის. კომპანიამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: გაზარდა სამედიცინო პროდუქციის პორტფელი, დააფიქსირა წლიური ბრუნვის 20 %-იანი ზრდა, გააფართოვა სასაწყობე ფართი და გუნდის შემადგენლობა. განსაკუთრებით უნდა აღინისნოს ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატის მიღება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის შეუფერხებელ ძალისხმევას, ყოველთვის შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და ხარისხი. ასევე აღსანიშნავია, ის აღიარება რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე მიღოო: Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრაზე 4Hospitals დასახელდა ყველაზე პროგრესულ პარტნიორად. ყველა ამ გადადგმული ნაბიჯით 4Hospitals-მა კიდევ უფრო გაამყარა პოზიციები სამედიცინო ბაზარზე.