„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი კვლავ გიორგი გაბუნიაა. საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა არხის მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის, გიორგი (გოგი) ქურდაძის მოთხოვნა მის გადაყენებაზე – მან არ წარადგინა საჭირო დოკუმენტები, რომლებსაც სახელმწიფო უწყება მისგან ითხოვდა.
„მთავარი არხის“ თანადირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს, დილით მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.
რეესტრმა ქურდაძეს მოთხოვნა 25 დეკემბერს შეუჩერა და მოსთხოვა:
· წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გიორგი გაბუნია საკუთარი ნებით ტოვებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას;
· ან მიეტანა მფლობელების გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ.
გიორგი გაბუნიას გადასაყენებლად მხოლოდ ზაზა ოქუაშვილი ხმა საკმარისი არ არის, მას სჭირდება არხის სხვა მეწილეების თანხმობაც.
