პენიტენციური სამსახური, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცლებს

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მასზე მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება“ – თქვა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახურის უფროსმა, მალხაზ ურთმელიძემ.
მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ნათქვამია განცხადებაში.