“მაკა ბოჭორიშვილმა, დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში უკანონო ცვლილებები შეიტანა”– საია

ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში უკანონო ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით დიპლომატიური სამსახური პარტიულ ინტერესებს სრულად ექვემდებარება, ხოლო დიპლომატიურ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს უმძიმდებათ უფლებრივი მდგომარეობა.
ცვლილებების თანახმად: დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია. ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ბრძანება წინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 28 იანვრიდან შევიდა, ხოლო ბრძანება მაცნეზე შეცდომით 2025 წლის 27 ნოემბრითაა დათარიღებული, რაც სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის. საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს:
ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ კომისია ფასების შემცირებისთვის არ იყო შექმნილი, აბა, სწავლა-განათლებაზე იყო? – ეს მოქალაქეების დაცინვაა, სიტყვებით ჟონგლიორობაც აღარ გამოსდით

„ყველაზე სევდიანი ისაა, ვიდეოქოლებში რომ ვხედავ თბილისს, იმის მაგივრად, მონატრებით მიფრიალებდეს გული, სუფრაზე რაღაც რომ გაწყენს და დანახვაზე გაზიდებს, ის რეაქცია მაქვს“ – ნატა ფერაძე