„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ წარწერით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი გადმოფინეს

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ წარწერით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაზე ბანერი გადმოფინეს.
ბანერი სტუდენტების ნაწილმა გაშალა და ამ ფორმით, აქციების დროს დაკავებულ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათი თქმით, უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ სურთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს არ დაავიწყდეთ, რომ მათ მოქალაქეები მხარს უჭერენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბილ ბროუდერი – საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს – ეს თავად მოიფიქრეს, თუ რუსმა მმართველებმა შთააგონეს?