რეჟიმის მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში თქვა, რომ “დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება”.
ასევე, ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ ს”აქართველოს შემთხვევაში, დიდ დეზინფორმაციასა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობას აქვს ადგილი”
“სამწუხაროდ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება. მე ვიცი ჩემი შვეიცარიული გამოცდილებით, რომ მოქალაქეს ალტერნატიული აზრი ესაჭიროება, რათა მხოლოდ ერთ წყაროს არ დაეყრდნოს. ეს წარმოადგენს ევროპულ ღირებულებას”, – ირწმუნება ყაველაშვილი.
ხელისუფლების იზოლირება მოხდეს და რეალობა სხვა კუთხიდან წარმოჩინდეს.
ამასთან, ყაველაშვილი ირწმუნება, რომ ჩატარებულ წინა არჩევნებთან შედარებით, 2024 წლის ოქტომბრის თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნები “საუკეთესო იყო”.
ოცნების მიერ დანიშნული პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები “მოსახლეობის უმრავლესობას არ გაკვირვებია”.
“მე, უკვე მეცხრედ ვმონაწილეობ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ეს არჩევნები იყო ალბათ, საუკეთესო. შედეგები არ გაკვირვებია მოსახლეობის უმრავლესობას. ჩემი წინამორბედი ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და ამის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ეს აიტაცა მსოფლიო მედიამ. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტისგან. საერთაშორისო მედია ინტერვიუებს იღებდა ჩემი წინამორბედისგან და ავრცელებდნენ მხოლოდ მის მოსაზრებებს, არავის უცდია ხელისუფლების პოზიციების გაგება. ევროპელებისთვის ეს ისმოდა, როგორც სარწმუნო, ეს ხომ ევროპელ მოქალაქეების შეურაცხყოფაა”, – თქვა ყაველაშვილმა. [IPN-ის თარგმანი]