ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ აშშ დოლარი არცერთი სხვა ვალუტით არ ჩაანაცვლონ, წინააღმდეგ შემთვევაში, დონალდ ტრამპი მათ 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, – წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, BRICS ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი ქვეყანა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
