პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ დემოკრატიულად ჩატარდა, მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება – ეს არის რეალობა

პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ დემოკრატიულად ჩატარდა, მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება – ეს არის რეალობა
საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, ეს ყველაფერი მას არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტია. გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება პროკურატურისთვის არ წარუდგენიათ, ეუთოს დასკვნაც ადასტურებს რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ყაველაშვილი არაკანონიერად აირჩიეს.
„პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის რომ არაკანონიერად იქნა არჩეული.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა, ნორმალური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი „ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც როგორც მონა ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ „ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის