„სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს? დაგეგმილს ჰგავს” – რას ამბობს ადვოკატი ბათუმში გაუჩინარებულ მოზარდზე

14 დღეა ბა­თუმ­ში და­კარ­გულ 14 წლის მო­ზარდს, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. იგი 16 იან­ვარს, 22 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. ალექ­სან­დრე ბა­თუ­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სკამ­ზე იპო­ვეს, თურ­მე კა­მე­რებ­ში ჩანს, სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ჭიც და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა.
ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ალექ­სან­დრე იმ სა­ღა­მოს ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლი­დან მარ­ტო გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ და­ი­კარ­გა. საქ­მე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ცია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რია.
„ჩემი ინ­ტუ­ი­ცი­აც მაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ვთქვა – ბავ­შვი ცო­ცხა­ლია. ის რა­ღა­ცას გა­ექ­ცა. ეს ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტია თუ რა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი მი­დის, რაც ნა­თელს მო­ფენს ამ საქ­მეს. ბავ­შვმა სანაპიროზე და­ტო­ვა ჩან­თა, ტე­ლე­ფო­ნი, ქურ­თუ­კი… სხვა ვერ­სი­ე­ბიც გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა სხვამ და­ტო­ვა და ვი­ღაც რა­ღაც სცე­ნა­რის გა­თა­მა­შე­ბას აკე­თებს. არ ვი­ცით, ალექ­სან­დრე რა გა­რე­მო პი­რო­ბებ­შია ახლა, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­საც აქვს ად­გი­ლი. კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ ყო­ფი­ლი შა­უ­მი­ა­ნის კვე­თი­დან მი­ე­მარ­თე­ბა ზღვის ნა­პი­რის­კენ, მაგ­რამ ად­გილ­ზე მის­ვლა, ნივ­თე­ბის და­ლა­გე­ბა არ ჩანს კა­მე­რებ­ში. ისე სა­ეჭ­ვოდ და­კე­ცი­ლია და და­დე­ბუ­ლია, ტე­ლე­ფო­ნიც ავია რე­ჟიმ­ზე იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ეს და­გეგ­მილს ჰგავს, კი­თხვებს აჩენს, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს.
მე და ჩემი ბევრი კოლეგა ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, ყველა ვერსია განიხილება, ყველა ვერსია იურიდიული შეფასების ღირსია, ტელეფონებზე შემოსულ ყველა ინფორმაციას ვამოწმებთ. პოლიცია ცალკე, მეც დამოუკიდებლად ვიძიებ ამ საქმეს, როგორც ადვოკატი“ – აცხადებს ადვოკატი პაატა შავაძე.
“კვირის პალიტრა”

ასევე დაგაინტერესებთ