– თუ BRICS-ის ქვეყნები უარს იტყვიან დოლარზე, 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და აშშ-ის შესანიშნავ ბაზართან დამშვიდობება მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, BRICS-ის ქვეყნებს 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი უარს იტყვიან დოლარზე, როგორც საერთაშორისო გადახდის საშუალებაზე.
„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, – წერს ტრამპი საკუთარ ონლაინ-პლატფორმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, ამერიკას უნდა დაემშვიდობოს.
ცნობისთვის, BRICS ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი ქვეყანა: ბრაზილია, , ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკული ვალუტის დომინირება და განაცხადა, რომ აპირებენ შექმნან დამოუკიდებელი გადახდის და ანგარიშსწორების სისტემა BRICS-ის ფარგლებში.