დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა, შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5 პროცენტით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა,ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს