გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები

გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
„აქ იყო კოორდინაცია ისევე, როგორც თავის დროზე იყო კოორდინაცია მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას ში, სანქციებთან მიერთებას და ა.შ.
რუსეთთან დაკავშირებით უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, სახელმწიფოსთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს, თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი. ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს. ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან