ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, რათა სახელმწიფო იყოს დაცული

ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც ახალისებს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა.
„არის შემთხვევები, სადაც წარიმართება გამოძიება, სადაც საქმე ეხებოდა ძალის გადაჭარბებას, გადამეტებას. თქვენ იცით, რომ იქ იყო ნიღბები, შესაბამისად, იდენტიფიცირება არის რთული კონკრეტული დანაშაულების და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე, ანუ აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული. რაც შეეხება თანაზომიერებას, შეგახსენებთ, რომ ჯერ სასჯელიც არ არის შეფარდებული, არის წინასწარი პატიმრობა.
მე ყველას მინდა ვუთხრა, ამას პრევენციისთვისაც აქვს მნიშვნელობა, მე ამას ვამბობ როგორც იურისტი, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც იყენებენ სამართალდამცველი სტრუქტურები და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ვინც ახალისებს ასეთი ტიპის ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანი რა არის, მათ უნდათ ჩამოშალონ სახელმწიფო, პოლიცია. ამას ადრე აკეთებდნენ გახარიას ხელით, სხვა ფორმით და ახლა ცდილობენ, რომ ასეთი პროვოკაციებით შეასუსტონ ჩვენი პოლიცია, რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის საშუალებას, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს და ვერც რადიკალურ ოპოზიციას და ვერც ენჯეოებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან