თუ მთავრობა ივანიშვილს რუს ოლიგარქებთან ერთად განიხილავს, მისი ქონება გაიყინება – ლორდი ჯერმანი

გაერთიანებულის სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ლორდი მაიკ ჯერმანი, ბარონი ჯერმანი, რომელიც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, განიხილოს სათვის სანქციების დაწესება.
„ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და ში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული“, – განაცხადა ბარონმა ჯერმანმა.
ლორდი მაიკ ჯერმანს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია, სტრასბურგში ესაუბრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ვაჟა თავბერიძე. ლორდთა პალატის წევრმა თქვა:
„ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს“.
„რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობამ მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, ს ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება“, – განაცხადა მან.
„ბრიტანეთი მხარს უჭერს სანქციებს“ – ლეიბორისტი ლორდი ტუიგი
29 იანვარს ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა დონ ტუიგმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ისაუბრა.
„ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას“, – აცხადებს ლორდი დონ ტუიგი.
„ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს“, – განაცხადა მან და დასძინა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ“.
„მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ“, – განაცხადა ლორდმა ტუიგმა.
რადიო თავისუფლებას კომენტარი მისცა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კიდევ ერთმა წევრმა, ამჯერად კონსერვატიული პარტიიდან, – სერ ედვარდ ლიმ.
მანაც განაცხადა, რომ არ იქნება ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი. მისი თქმით, ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი ბრიტანეთშია, რაც ლონდონს ბერკეტებს აძლევს.
„თუ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ჩათვლის, რომ მისი დანაშაულები იმდენად მძიმეა, რომ სანქციებია საჭირო, ეს წინადადება პარლამენტში უპრობლემოდ გავა“, – უთხრა მან სტრასბურგში, PACE-ში, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ვაჟა თავბერიძეს.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილია წინადადება, რომლითაც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 30 იანვრისთვის 25 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის.
ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.
ივანიშვილის ოჯახმა ოფშორული აქტივების ნაწილი საქართველოში უკვე გადმოიტანა.
ივანიშვილს -მა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა, მისმა ოჯახმა კი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გადმოტანისთვის საჭირო პროცედურები რამდენიმე დღეში, 31 დეკემბერს დაიწყო.