მასკის SpaceX-ის აქციონერთა შორის რუსი ოლიგარქი გამოვლინდა – Bloomberg

რუსი ოლიგარქი სულეიმან ქერიმოვი ილონ მასკის SpaceX-ში წილს ფლობს. მას კომპანიაში წილი მაშინაც ჰქონდა, როცა ს პირველმა ადმინისტრაციამ ოლიგარქს სანქცია დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით RBC-Ukraine ავრცელებს.
სულეიმან ქერიმოვი ს პარლამენტის ზედა პალატის წევრი და გავლენიანი მილიარდერია. ის SpaceX-ში წილებს დამოუკიდებელი სატრასტო კომპანია Heritage Trust-ის მეშვეობით 2017 წლიდან ფლობს. ინფორმაციას გამოცემა ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმატორებს შორის არის -ის ეროვნული უსაფრთხოების ორი ყოფილი მაღალჩინოსანი.
SpaceX-მა ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ქერიმოვსა და სხვებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები 2018 წელს დაუწესა. რაც იმას ნიშნავს, რომ SpaceX-ის მეწილეებს შორის უკვე სანქცირებული პირი აღმოჩნდა.
სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა სულეიმან ქერიმოვის აქტივების გაყინვას და ამერიკულ კომპანიებთან ბიზნესის კეთების აკრძალვას. 2018 წელს Heritage Trust-ის ადმინისტრირებას Citigroup უწევდა, რომელიც ამერიკული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების კომპანიაა. წყაროს ინფორმაციით, Citigroup-ის ხელმძღვანელობამ სახაზინო დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, რომ ქერიმოვისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ტრასტი და მასთან ასოცირებული სუბიექტები არ დაბლოკილიყვნენ. ამის საფუძველზე ტრასტი ფუნქციონირებას აგრძელებდა.
ოთხი წლის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 1 მილიარდი დოლარის ტრასტი დაბლოკა. ტრასტი 2017 წელს ქერიმოვის აშშ-ს აქტივებისთვის შეიქმნა. სახაზინო დეპარტამენტის გამომძიებლებმა აღმოაჩინეს იურიდიული სტრუქტურების რთული ქსელი, რომლებიც კავშირების დასამალად შექმნეს. ორი წყაროს თანახმად, SpaceX-ის წილი სახაზინო დეპარტამენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე გაყიდეს.
გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩახლართული ფინანსური ქსელები დაბრკოლებაა სანქციების აღსრულებისთვის. აშშ-ის მცდელობა დაცული იყოს სანქციების პირობები ვერ შესრულდა ისეთი კომპანიის შემთხვევაში, როგორიც SpaceX-ია. კომპანია ახლა დაახლოებით 350 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მზარდი გავლენიანი მოთამაშეა გლობალურ თავდაცვასა და კომუნიკაციებში.
კითხვის ნიშნები დაისვა Citigroup-ის მისამართითაც. საერთაშორისო საბანკო გიგანტი Heritage Trust-თან თანამშრომლობის გამო ახლა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ქვეშაა.