2024 წლის განმავლობაში საქართველოში 249 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ჯამში საუბარია 550 716 კვ.მ-ის ფართობზე. მათ შორის 71 ნებართვა თბილისში, 80 – აჭარაში, 25 – კახეთში, 24 – გურიაში, 16 – სამცხე-ჯავახეთში, 15 – იმერეთში, 6 – სამეგრელო-ზემო სვანეთში. 4-4 – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში და შიდა ქართლში, ხოლო 2-2 ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული სასტუმროების რაოდენობას, გასულ წელს 66 შევიდა ექსპლუატაციაში.