შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები, გილოცავთ – რობინ დანიგენი

საქართველოში -ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგენი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
ელჩის თქმით, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
“გილოცავთ ყველა ქართველს, დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ, ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ”, – განაცხადა დანიგენმა საგანგებო მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება