უკრაინა: განადგურებულია 14 რუსული დრონი

15 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ს მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. სულ ოკუპანტებმა 14 დრონი ააფრინეს.
“მტრის 14-ივე უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს”. – იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
უპილოტო საფრენი აპარატები კრასნოდარის მხრიდან, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან იყო გამოშვებული.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.