პლენკოვიჩი საქართველოზე: მთავარი რჩევაა გულმოდგინეთ იმუშაოთ და გააგრძელოთ ევროპული გზა

· 60
·
·
საქართველომ შეასრულა კრიტერიუმი, რომ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. იყო მკაფიო და დიდი კონსენსუსი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი გადაწყვეტილებაა საქართველოს მოსახლეობისთვის. მთავარი რჩევაა გულმოდგინედ იმუშაოთ და გააგრძელოთ ევროპული გზა, რათა მიხვიდეთ ისეთ პოზიციამდე, როგორიც მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.
განაცხადა ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.