ირაკლი კობახიძე – გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი

გონჩარენკო პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს – ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, გონჩარენკოსა და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევს.
“თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როცა რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას რუსეთთან დაკავშირებით, უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე, პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით.
დღეს ერთ-ერთი მათგანი, PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, სხვათა შორის, რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც სამი წლის წინ ის პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს იმაზე, რომ თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი.
ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს – ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, თუმცა ისინი ამით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი