ნინო ზაუტაშვილი – „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ეთერების დაწყებას, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას მოემსახურება – მაუწყებელს მოუწევს ხალხის ხმა გაიგოს

ახლა ვინც არ უნდა გვიპასუხოს და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბორდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ეგულებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო თავისი აზრის დასაფიქსირებლად, თავისი მოსაზრების გამოსახატად, თავისი პრობლემის მოსატანად და საჩვენებლად საზოგადოებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ჩვენი ეთერების დაწყებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ყველა ფენას.
მთავარი არის სიმართლე, სადაც არის სიმართლე, საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს. ეს არის გარდაუვალი ამბავი. ასე რომ, ვინც არ უნდა გვიპასუხოს ახლა და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამა საბა გაზდელიანი – ვისაც არ მიეცა შესაძლებლობა, მიახლოებოდა პატრიარქს, შესაძლებლობა ექნებათ, მსვლელობის დროს დაემშვიდობონ – დამონტაჟებული იქნება მონიტორებიც და ხმის გამაძლიერებლები, რომ პირდაპირ ეთერში იხილოთ დაკრძალვის ცერემონია

ნიკა გვარამია – პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიალოგი ჩაანაცვლებს – საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია