არგენტინის პრეზიდენტის მრჩეველს ხელზე რუსული, ციხის ტატუ აქვს

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მრჩეველს სანტიაგო კაპუტოს, ხელზე რუსული, ციხის ტატუ აქვს. ინფორმაციას გაზეტა.რუ არგენტინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტის მრჩეველს მარჯვენა ხელზე აწერია: “ბაითი, აგარაკი, შემნახველი სალაროს წიგნაკი, კატერი, მანქანა და გარაჟი ჩემს ჟინს დაამშვიდებს”.
El tatuaje con tintes anticomunista que tiene Santiago Caputo en su antebrazo DERECHO dice “Una cabaña, una casa de campo y una caja de ahorros, un barco, un coche y un garaje calmarán mi capricho”

Lo sacó del “Russian Criminal Tattoo Encyclopaedia”

SANISIMO pic.twitter.com/ZBNd5tHDGC— Agustín 🇦🇷🫀⚡ (@Mono_Iallo) December 13, 2023
მედიების ცნობით ტატუ პოლიტიკოსმა წიგნიდან Russian Criminal Tattoo Encyclopaedia (რუსული კრიმინალური ტატუების ენციკლოპედია) აარჩია, რომელიც მეგობარმა აჩუქა.
მილეის გარემოცვაში სანტიაგო კაპუტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც გავლენიანი პოლიტიკოსების ოჯახის წევრია.