ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაფართოებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”