აშშ მიესალმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებები ამ ქვეყნებს და მათ ხალხს აძლევს იმედს და სტიმულს რეფორმების გასაგრძელებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული მომენტია ევროპისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.
მტკიცედ განაგრძობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის მხარდაჭერას. ასევე, კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საჭირო უმნიშვნელოვანესი რეფორმების განსახორციელებლად და მოუწოდებს, ეს მომენტი გამოიყენონ დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისა და ევროპაში თავისი მომავლის უზრუნველსაყოფად.
14 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
კენჭისყრამდე დარბაზი დატოვა უკრაინასთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერმა ხმა მისცა უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება. ამასთან, ორბანმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევას.
2022 წლის ივნისში, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ – ევროპული პერსპექტივა.
2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მისცა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციები.
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის განაცხადი პირველმა უკრაინამ წარადგინა ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რადენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. იმავე წლის 3 მარტს განაცხადები წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. მანამდე „ქართული ოცნების” ხელისუფლება ამბობდა, რომ განაცხადს 2024 წელს წარადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ