რა ელის ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებით? – ანა ფირცხალაიშვილი

„ევროსაბჭოს დატოვებას საქართველოსთვის ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ქვეყანას მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გასვლა. რადგან: ევროპის საბჭოს ყოველი წევრი ქვეყანა ავტომატურად არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი, რომლის დაცვის მექანიზმიც არის სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, იურიდიული პირები და თვით სახელმწიფო – დავკარგავთ უფლებას, საჩივრით მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ევროსაბჭოდან გასვლის შემთხვევაში სახელმწიფოს (საქართველო) აღარ აქვს ვალდებულება, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ჩვენ აღმოვჩნდებით პოლიტიკურ იზოლაციაში, რადგან: ევროპის საბჭო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ევროპული თანამშრომლობისთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. გასვლა განიხილება, როგორც დისტანცირება ევროპული ღირებულებებისგან, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმის ოფიციალურ აღიარებას. ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ეს უკანასკნელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას. ექნება ნეგატიური ეკონომიკური და დიპლომატიური შედეგები, რადგან: ევროპის საბჭოს წევრობა რეპუტაციულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში. გამოსვლა კი შეაჩერებს ინვესტიციებს, რადგან ეს ჩაითვლება პოლიტიკური არასტაბილურობის ნიშნად. საერთაშორისო ურთიერთობებზე ნეგატიური ზეგავლენას მოახდენს, რადგან: ევროსაბჭო, ჯერჯერობით, მხოლოდ ბელორუსმა და რუსეთმა დატოვა. თუ საქართველო ორგანიზაციას დატოვებს, ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ ისიც შორდება ევროპულ ინსტიტუტებს და ს მსგავსად ავტორიტარიზმის გზას ირჩევს”. – წერს ანა ფირცხალაიშვილი.