სალომე ზურაბიშვილი ერევანში მთავრობის ვიზიტზე – საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული სვლა წარმოადგენს

საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული სვლა წარმოადგენს, – ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.
„საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ჩვენს ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული გავლა წარმოადგენს. ეს ჩვენი საერთო, უალტერნატივო სტრატეგიაა, რათა ორივე ქვეყნისთვის მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას მივაღწიოთ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი დღეს ვიზიტით სომხეთს ეწვევა. სომხეთში უკვე იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.