სალომე ზურაბიშვილი – როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები – ს გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“.
„უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორების კანონი, (რომელსაც მე ვეტო დავადე), მაშინ იქნა მიღებული, როდესაც ყურადღების ცენტრში უცხოური აგენტების კანონი იყო და სანქციებისთვის გვერდის ავლის ოფიციალური თავშესაფრის შექმნას საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკომისიისა და -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.