შენგელიას საოცრება – თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]

ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ სტუმრად „ბასკონია“ 91:81 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ერთ-ერთ ეპიზოდში ურთულესი ბურთი ჩააგდო და საჯარიმო სროლის უფლებაც მოიპოვა.
შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:15 წუთში 16 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.
„ვირტუსი“ 10 მოგებით მესამე ადგილზეა და 19 დეკემბერს „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში