“ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა, კუდამოძუებული ევროპიდან – ბადრი ჯაფარიძე

“ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა, კუდამოძუებული ევროპიდან – ბადრი ჯაფარიძე
“ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა, კუდამოძუებული ევროპიდან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის.
„სტრასბურგში მიღებული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ევროპის საბჭო, რომელიც აერთიანებს 46 ქვეყანას და ამავდროულად, გაერთიანებული არიან შეერთებული შტატები კანადა და იაპონია. ასამბლეამ სრულად მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის საქართველოში. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნების“ დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება და ამავდროულად განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ეს პირობებია უპირველესად, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამავდროულად, ყველა ძალადობრივი ფაქტის გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული.
ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, „ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ესაა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი რეალობა, როდესაც „ოცნების“ გამო სრულად იზოლირებულია ჩვენი ქვეყანა და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა კუდამოძუებული ევროპიდან. ესაა რეალობა, რაც „ოცნებამ“ შექმნა საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე. ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული ის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ერთად დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა: „„ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება წევრად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა