სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე გამართულ ორდღიან თემატურ ტრენინგს 60-ზე მეტი მონაწილე დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე, ვაზის სხვლა-ფორმირების თეორიულ პრინციპებზე, გასხვლის ჩატარების წესებსა და ვადებზე ორდღიანი ტრეინინგი გაიმართა.
ტრენინგს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯამჯურიძე, ცენტრის მევენახე სპეციალისტები თეკლე ზაკალაშვილი და ჯაბა აბაიშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის ფარგლებში, მევენახე-მეღვინე ფერმერებმა, ექსტენციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა თეორიული და პრაქტიკული მიმართულების ცოდნა და რჩევები მიიღეს ვენახის გაშენების, სხვლა-ფორმირების, მერქნის ძირითადი დაავადებების, აგროტექნოლოგიური, ფიტოსანიტარიული და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, რეგულარულად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ხასიათის თემატური
ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ვენახის ნაკვეთში გადაინაცვლეს, ვაზის სხვადასხვა ფორმების სხვლის პროცესში ჩაერთვნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.