სკანდალი – უკრაინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული, – განაცხადა უკრაინული ტელეკომპანია Freedom-ის ჟურნალისტმა.
„ამ რეზოლუციას ამზადებდა უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი ს გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი