· 118
·
·
ლიდერებმა გადაწყვიტეს წევრობასთან დაკავშირებით უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები დაიწყონ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და [სტრატეგიული] დღე, რომელიც ჩვენი გაერთიანების ისტორიაში შევა. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და მოხარულები ვართ ჩვენი პარტნიორებით
წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.