ისტორიული მომენტია ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის | სახ.დეპი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.
მილერი აღნიშნავს, რომ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ.
“ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ ს, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირის გზაზე,” – ამბობს მილერი.
We welcome the European Council vote on EU enlargement and congratulate Ukraine, Moldova, Georgia, and Bosnia and Herzegovina on a historic step toward their EU aspirations. The United States strongly supports enlargement and prospective candidates on their EU paths.— Matthew Miller (@StateDeptSpox) December 15, 2023