დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში – უბრალოდ, უხეში ჟესტით უნდოდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება.
„ბრიუსელის ბიუროკრატია არის უმძიმეს მდგომარეობაში, აბსოლუტურად დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, ასეთ პირობებში იღებენ ისინი აბსურდულ გადაწყვეტილებებს, რაც არის თავიდან ბოლომდე კონტრპროდუქტიული ბიუროკრატიისთვის. ესეც არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი. ეს არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება, ეს აღინიშნა კიდეც კონკრეტული ადამიანების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, მაგალითად, იგივე ჩვენს საჯარო მოსამსახურეებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში, უბრალოდ, უხეში ჟესტით უნდოდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ამასაც განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, არც პრაქტიკული კუთხით არ გვაფერხებს, არც სიმბოლური კუთხით, არავითარი ნეგატიური დატვირთვა ამას არ აქვს, პირიქით. ეს არის სირცხვილი ევროპული ბიუროკრატიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა