ბოჭორიშვილი ერევანში გაემგზავრა, 30 იანვარს მიემგზავრება კობახიძეც

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 29 იანვარს, გვიან ღამით სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. 30 იანვარს სომხეთში გაემგზავრება ირაკლი ც.
სომხეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა კადრები, როგორ შეხვდა ერევანში ჩასულ ბოჭორიშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი.
ვიზიტის ფარგლებში, პრესცენტრის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
მ 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სომხეთში „ხვალიდენლი ვიზიტი ემსახურება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“.
„ჩვენთვის მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან“, – თქვა მან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც და ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებენ.
ბოჭორიშვილისა და კობახიძის წინა ერთობლივი ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგა, რასაც წინ უძღოდა ვიზიტი აზერბაიჯანში.
საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, – საერთაშორისო იზოლაციის სულ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას. სომხეთი, – აზერბაიჯანთან ერთად, – ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას