აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას, მძიმე სცენარების განვითარებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა

აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას, მძიმე სცენარების განვითარებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა
-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში – ასე იყო საქართველოშიც – რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი ‎LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას.
„ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკული დაფინანსება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში ვითარების არევას, რევოლუციურ სცენარებს და ა.შ. თქვენ გახსოვთ, დებატები, რაც წარიმართებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო, მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და აშშ-ს, განვიხილავდით უარყოფითად ამერიკულ დაფინანსებას და ა.შ. რეალურად რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვამბობდით, ეს ყველაფერი პირდაპირ დაადასტურა იმ სახელმწიფომ მისი დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც იყო დაფინანსების გამცემი. პირდაპირ დაადასტურა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში, ასე იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა.
ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ არ ვაჩერებდით დაფინანსებას, უბრალოდ უზრუნველვყოფდით მის გამჭვირვალობას და რეალურად ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ „გამჭვირვალობის კანონით“. მან დაფინანსების არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო ის, რომ არასწორ, ძალიან მანკიერ მიზნებს ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება. არაერთი და ორია, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა.
დღეს ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორად უყურებს ამ მოვლენას და რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ სამი თვით შეჩერდება ამ ხაზით დაფინანსება რევოლუციური პროცესების, არეულობის, პივიტის გაყალბების და ასეთი მოვლენების, არამედ ეს ყველაფერი შეჩერდება ხანგრძლივი ვადით და თვისებრივად გადაიხედება მიდგომები ამ მიმართულებით. არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას. გახსოვთ კანვასის ტრენინგები, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ატრენინგებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. ამას ხმარდებოდა კონკრეტულად USAID-ის ფული. დღეს კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად უყურებს ამ საკითხებს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა დიდი ხნით დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი

ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის – ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ და რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს