სააკაშვილი, გვარამია, სალომე სამადაშვილი, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და არქივი არ იშლება, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან

სააკაშვილი, გვარამია, , უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და არქივი არ იშლება, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
„მინდა შეგახსენოთ ოპოზიცია რას ლაპარაკობდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით 2020 წელს, ს დასრულების შემდეგ. მაშინ, რეალურად, გაყალბების შედეგად დაკარგა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა იგივე საფოსტო გზავნილების კუთხით, როგორ ტარდებოდა ამერიკული არჩევნები 2020 წელს. რომ ყოფილიყო სუფთად ჩატარებული არჩევნები, რა თქმა უნდა, ხელმეორედ იქნებოდა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა განსხვავებული მიმართულებით განვითარდა სცენარი.
მაშინ, მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა ოპოზიცია და ეს არის 4-დან 3 წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტია, მე-4 უბრალოდ მაშინ არ არსებობდა, როგორც ოპოზიცია, ისინიც იგივეს იტყოდნენ, დარწმუნებული ვარ. სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ სოციალური მედიაში ტრიალებდა შესაბამისი განცხადებები, გვარამია, სალომე სამადაშვილი „ლელოდან“, უკიდურესად უხეში, შეურაცხმყოფელი ფორმებით მოიხსენიებდნენ ტრამპს და რა თქმა უნდა, არქივი არ იშლება.
ასეთ პირობებში, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე დადებითი კომუნიკაცია დაამყარონ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, ერთადერთი არიან, ამერიკელი კუბილიუსი, ჯო უილსონის იმედზე, ეს არის და ეს, არაფერი რესურსი არ აქვთ. ეს გამოჩნდა ინაუგურაციის დღესაც, იქადნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ მიწვეული ინაუგურაციაზე, დაესწრებოდნენ ინაუგურაციას, თუმცა ნახეთ, რომ მე-3 და მე-4 ოთახებში და ზოგი ოთახშიც ვერ მოხვდა, ზოგს უწევდა შენობის გარეთ ტელევიზიით ინაუგურაციის ყურება. რეალურად ეს არის, რასაც აკეთებს ოპოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. დანარჩენი არის შიდა სამზარეულო, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული Deep State-ის დამარცხებაზე. როგორც კი საბოლოოდ დამარცხდება Deep State-ი, მაშინვე სრულფასოვნად აღდგება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი