კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი“ ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს -ში

კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი“ ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს -ში
კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, აქაც კი აჩვენებენ საკუთარ მძიმე მდგომარეობას, ბიუროკრატიას ვგულისხმობ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაც დამოკიდებული იქნება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ევროპაში ზუსტად ისე, როგორც აშშ-ში უნდა დამარცხდეს. „როდესაც სამართლებრივი საფუძველი არ გაქვს და მაინც უხეშად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იღებ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის თითქოს პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პრინციპების და ნორმების წინააღმდეგ წასვლა.
დანარჩენი არის ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური აბსურდი, აბსურდის თეატრი, შესაბამისად, მაინცდამაინც საინტერესო არ არის ეს ყველაფერი ჩვენთვის. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას, ესეც იქნება დამოკიდებული აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე და შესაბამისად, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების დამარცხებაზე. ეს თუ ასე მოხდა, მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები. თუ „დიფ სთეითის“ გავლენა შენარჩუნდა ასეთი მასშტაბით ევროკავშირზე, როგორიც არის დღეს, რა თქმა უნდა, სირთულეები დარჩება. იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი“ ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს აშშ-ში,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ