ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკმა, დღეს, 29 იანვარს მისი ინიციატივით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა.
“დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშღომელს.
მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ არ გვინდა ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში”, – წერს ლიპავსკი.
ჩეხური მედია იმ მაღალჩინოსნების ვინაობას ასახელებს, ვისაც ჩეხეთმა სანქციები დაუწესა.
ესენი არიან:
ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსი;
ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის უფროსი;
ასევე, ჩეხეთის ელჩის საქართველოში, პეტრ კუბერნატის ცნობით, ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს სანქციები დაუწერა. მან ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე გაავრცელა.
“ჩეხეთის მთავრობამ დღეს დაამტკიცა სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენლის მიმართ გასული წლის საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობის გამო”, – წერს კუბერნატი.