ეს ისტორიული მომენტია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, მის ძალას – შარლ მიშელი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

ეს ისტორიული მომენტია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, მის ძალას, – ასე შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და -მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა.
მისი თქმით, მათ ბევრი მუშაობა მოუწიათ იმისთის, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არავინ ყოფილიყო.
“ეს ისტორიული მომენტია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, მის ძალას. გადაწყვეტილება მიღებულია, მოლაპარაკებებს ვხსნით უკრაინასთან და მოლდოვასთან, კანდიდატის სტატუსს ვანიჭებთ საქართველოს. ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დაკავშირებითაც გავხსნით მოლაპარაკებებს. მარტში იქნება შესაბამისი ანგარიში. ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება ეს კი, ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ, ბევრი ვიმუშავეთ, რომ არავინ ყოფილიყო გადაწყვეტილების წინააღმდეგი და შესაძლებელი გავხადეთ, ამაღამ ეს გადაწყვეტილება გაგვეჟღერებინა. მუშაობას ვაგრძელებთ, რთული დებატებია და დარწმუნებული ვარ, ერთიანი გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაცემის თაობაზეც”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ