“კომერსანტის” რუბრიკაში “როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად” “სითიქომ ვესტის“ დამფუძნებელმა, პაატა დაიაურმა დასავლეთ საქართველოს ფრენჩაიზზე ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია დასავლეთ საქართველოში 50 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და ზრდა მუდმივად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული თანხების დიდი ნაწილის, თანხები ძირითადად ლიფტის შეკეთებაში იხარჯება. კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პირდაპირი ვალდებულება არ არის, სამეზობლოს შესაბამისი ტენდერების მომზადებაში ეხმარება, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს.
„სითიქომის“ იდეა თბილისში, 2017 წელს გაჩნდა, ჩვენ ამის შესახებ 2019 წელს შევიტყვეთ და ძალიან მოგვეწონა, რადგან სამეზობლოს ორგანიზება სჭირდება, ხოლო მრავალბინიან საცხოვრებლებში თვითორგანიზება ძალიან დიდი პრობლემაა. „სითიქომი“ ამ ეტაპზე პლატფორმაა, მაგრამ საქმე იმისკენ მიდის, რომ ეკოსისტემა გახდეს. ეს აბსოლუტურად უნიკალური პროდუქტია, არსად, არც ერთ ქვეყანაში მსგავსი არ მინახავს. ვალდებულება ავიღეთ, რომ დასავლეთ საქართველოში ეს საქმე ჩვენ განგვევითარებინა და მგონი, შედეგიც დავდეთ.
პრინციპი ბათუმში ვიქნებით, ქუთაისში თუ თბილისში ერთი და იგივეა. გვაქვს ერთი საერთო პროგრამა, პროგრამული განვითარების კუთხით ერთი დიდი გუნდი მუშაობს.
რაც შეეხება დაკავშირებას, პრინციპში, ჩვენ კარდაკარ გვიწევს სიარული, გაყიდვების გუნდი ყველგან დადის: ბათუმში, ქუთაისში, ქობულეთში; ჯერჯერობით ზუგდიდში არ ვართ, მაგრამ იქაც შევალთ. ჩვენს პლატფორმას, თაუნჰაუსებიც იყენებენ თანხების შესაგროვებლად, მაგალითად ბათუმის „დინამოს“ საბავშვო კლუბი, სადაც 1300-მდე ბავშვია და ჩვენი პლატფორმით სარგებლობენ თანხის ასაგორებლად.
დასავლეთში სხვა რეალობას შევეჩეხეთ. სამწუხაროდ, დეველოპერები ბევრს სცოდავენ და ბევრი ჩაუბარებელი კორპუსია. სამეზობლოები თანხებს ძირითადად ხარჯავენ ლიფტის მომსახურებაში, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ძალიან დიდი წილია ლიფტების შეკეთებაზე დახარჯული თანხების, ეს ახალ კორპუსებშიც კი ხშირად ხდება.
დიდი პრობლემაა, რომ ჩვენ ისეთ ბინებშიც მოგვიწია შესვლა, სადაც აუდიტის პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ, გარდა თანხის შეგროვებისა, გვიწევს დავეხმაროთ სამეზობლოებს რომ სწორი ტენდერი ჩაატარონ და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რაც აქვთ, უსაფრთხო მდგომარეობამდე მიიყვანონ. ხელს ვუწყობთ ტექნიკური დათვალიერების ჩატარებასაც. ამ მიმართულებით გვაქვს რეგულაციები, ლიფტი სამ წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, მაგრამ ეს რეალობაში იშვიათად ხორციელდება. ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები თებერვლიდანვე გაიგებენ.
ახლა დასავლეთ საქართველოში 50 ათასზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით, ზრდა დიდია და უფრო მეტს ველოდებით. ვცდილობთ, ხარისხიც შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა პაატა დაიაურმა.
“სითიქომი”-ს ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის თქმით, თუ მომხმარებელი „სითიქომის“ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები აბონენტია და შემთხვევით თბილისის ცხელ ხაზს უკავშირდება, მისი საჭიროებების გათვალისწინებით გადართვა შესაბამის ჯგუფთან მარტივად ხდება. დაინტერესება დიდია იმ ქალაქებიდან, სადაც ამ ეტაპზე „სითიქომის“ დაფარვა არ ვრცელდება.
„იმ შემთხვევაში, თუ მეზობელი გვიკავშირდება, რომელიც დასავლეთში ცხოვრობს და „სითიქომის“ მომხმარებელია, ამ შემთხვევაში ჩვენი ოპერატორი მის საჭიროებებს მიჯნავს.
ბუნებრივია, ჩვენ მათ ვერ მოვემსახურებით, შესაბამისად დასავლეთის ჯგუფთან ვამისამართებთ.
თითქმის ყველა ქალაქიდან, სადაც „სითიქომი“ არ არის გვიკავშირდებიან და აფიქსირებენ, რომ ჩვენი სისტემით სარგებლობა სურთ. ჩვენც ვაპირებთ გაფართოებას. ბათუმის „სითიქომმა“ ნამდვილად გაამართლა და ჩვენი მიზანიც ესაა, რომ ჯერ მთელი საქართველო მოვიცვათ და მერე სხვა გეგმებს მივყვეთ“,- აღნიშნა ნათია ორახელაშვილმა.
