ორბანმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს დახმარება

ევროპული საბჭოს სამიტზე, უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდის ევროს გამოყოფისა და ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვის შესახებ.
ამის შესახებ ორბანმა X-ზე დაპოსტა.
„ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე, ვეტო MFF-ის გადახედვაზე.
საკითხს მომავალ წელს EUCO-ში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, — დაწერა ორბანმა.
Summary of the nightshift:
🚫 veto for the extra money to Ukraine,
🚫 veto for the MFF review.
We will come back to the issue next year in the #EUCO after proper preparation. — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 15, 2023
ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი ან მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო (MFF) ითვალისწინებს პროგრამებისა და ქმედებების დაფინანსებას პოლიტიკის ყველა სფეროში, ევროკავშირის გრძელვადიანი პრიორიტეტების შესაბამისად. მიმდინარე MFF მოიცავს 2021-2027 პერიოდს. ვადამდე ადრე გადახედვის საკითხი დღის წესრიგში დადგა ში ს ომით გამოწვეული კრიზისებიდან გამომდინარე. 2023 წლის ივნისში ევროკომისიამ წარადგინა სამი საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირის ბიუჯეტის გასაძლიერებლად. გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევრო უნდა მოხმარებოდა უკრაინას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა და თქვა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, მათ შორის ის მოამზადებს მომავალ სამიტს 2024 წლის დასაწყისში.
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში მეორე 14-15 დეკემბერს იმართება.
სამიტის პირველ დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები უკრაინის, გაფართოებისა და რეფორმების შესახებ.
სამიტამდე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ორბანს მხარი არ დაუჭერია, მაგრამ არც დაუბლოკავს გადაწყვეტილებები გაფართოების საკითხზე. კენჭისყრისას ის ოთახიდან გავიდა, რათა დარჩენილი 26 სახელმწიფოს ლიდერს გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღება შეძლებოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია