შსს-მ რიყის პარკთან არსებულ შენობაში მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკთან არსებულ შენობაში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რიყის პარკთან, კერძო მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ტრაგედია დატრიალდა. ადგილი, სადაც მოზარდი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: უბრალოდ მადლობა მათ და ბოდიში მათ დედებს, მამებს, დებსა თუ ძმებს, თვალცრემლიან ბებიებსა და ბაბუებს, დადარდიანებულ ცოლებს და ყოველ წამს კარებისკენ იმედით მომზირალ შვილებს, მომავლის იმედით მზეს შემყურე შეყვარებულებს, მეგობრებს, ახლობლებს…