გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის, თიანეთის, დუშეთის რაიონის სოფლებსა და ზაჰესში რამდენიმე ქუჩას შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – წილკანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 1:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ზაქარო, წინამძღვრიანთკარი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში საყდრიონი და ხევსურთსოფელი; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – მაღაროსკარი, ჩარგალი, ბარისახო, ქალილო, ხომი, გველეთი და მიმდებარე სოფლებში; 13:50-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში – თავისუფლების, ჭიჭინაძის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – მენესო, ჭივილაანები, დგნალი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება