დასანქცირების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა 4 ოფშორიდან 12 კომპანია საქართველოში გადმოიტანა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, -ს მიერ ს დასანქცირების შემდეგ, მან ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
ივანიშვილმა 4 ოფშორიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის უკვე 12 კომპანია გადმოიტანა.
„29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა).
მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. „ოფშორული კანონით“. მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, დიდი ალბათობით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის საჭიროებებს იყო მორგებული.
აღსანიშნავია, რომ გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ. ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს”. – წერს TI.
ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომი მოქმედებები:
31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.
22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.
28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
31 დეკემბერი 2024: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა:
· შპს „სანაპიროს ხედი“
· შპს „ახალი კაპიტალი“
· შპს „ინვესტ კაპიტალი“
· შპს „ქართუ კონსალტინგი“
· შპს „აბასთუმანი 2019“
· შპს „ბლექ სი არენა“
· შპს „ჯეოფერტ“
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:
· სს „ქართული აგრო სახლი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2,700,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“.
· სს „გეოაგრო“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 40,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 31,608,130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „აგრო ჰოლდინგი“.
· სს „გალერია თბილისი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 68,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 17,000,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გალერია ჰოლდინგი“.
· სს „სიშორ“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 20,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 5,817,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „რიზორთ ჰოლდინგი“.
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.
27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.
28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს.