აშშ-ში ადვოკატირებას ვუწევდი ბიზნეს-სტრუქტურებს და არა ადამიანებს – ხაზარაძე ბიზნესმენების შესაძლო სანქცირებაზე

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ -ში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მე მინდა აქვე გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიყავით შეერთებულ შტატებში ჩასული, რომ ვიღაც დაასანქცირე და ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით. პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნეს სტრუქტურებს, რომ გადარჩნენ. ბიზნესი გადარჩეს”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ინგა გრიგოლიას დამაზუსტებელ კითხვაზე – ვის უწევდა ადვოკატირებას, იმ ბიზნესებს, რომლებიც შესაძლოა, დასასანქცირებელთა სიაში იყვნენ? მამუკა ხაზარაძემ უპასუხა:
“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ეს ძალიან სათუთი თემაა”, – თქვა მან.